Sunday, 16 December 2018
მეცხრე დღე
დღეს წარმოვადგინე ჩემი პროექტის - "მწერები ჩვენს ირგვლივ" პრეზენტაცია, ასევე მოვისმინე თითოეული კოლეგის პროექტის პრეზენტაცია, გავაკეთე თითოეული პროექტის კომენტარი და ავტვირთე ბლოგზე.
Saturday, 15 December 2018
მერვე დღე
დღეს დავიწყე მუშაობა სასწავლო პროცედურებზე , შემდეგ ვიმუშავეთ ინფორმაციაზე დიფერენცირებული სწავლების შესახებ. შევარჩიეთ აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა . შემდეგ ბლოგზე გამოვიტანეთ ბლოგის სტუმრები, ტექსტის ბმულები და სურათების გაჯეტები.
Saturday, 1 December 2018
მეექვსე დღე
მეექვსე დღეს დისკზე ატვირთული სასწავლო პროექტის პრეზენტაცია გამოვაქვეყნეთ ბლოგზე, შემდეგ შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები და ავტვირთეთ ფოსტის დისკზე.
Sunday, 25 November 2018
Saturday, 24 November 2018
მეოთხე დღე
მეოთხე დღის დასაწყისში გადავხედეთ შეფასების ცხრილს. შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგზე, შევქმენით გვერდები, გამოვიტანეთ მენიუს ზოლი. ინტერნეტის საშუალებით მოვიძით და შევინახეთ სურათები, დავათვალიერეთ წიგნში მოსწავლის ნამუშევრები. ბოლოს დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შექმნაზე.
Sunday, 18 November 2018
მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს გავეცანი და შევავსე შეფასების დროის ჩარჩო, აგრეთვე შეფასების მოკლე მონახაზი.
მოვამზადე პრეზენტაცია თემაზე "მწერები ჩვენს ირგვლივ". ეს ყველაფერი ავტვირთე ფოსტის დისკზე.
მოვამზადე პრეზენტაცია თემაზე "მწერები ჩვენს ირგვლივ". ეს ყველაფერი ავტვირთე ფოსტის დისკზე.
Saturday, 17 November 2018
მეორე დღე
ტრენინგის "პროექტებით სწავლება" მეორე შეხვედრაზე :
ავირჩიე საგანი, პროექტის თემა, ჩამოვაყალიბე შინაარსი, განვსაზღვრე პროექტის განხორციელების დრო, მივუთითე არჩეული საგნის სტანდარტები, პროექტის ფარგლებში მისაღწევი მიზნები და შედეგები, დავწერე ზოგადი, თემატური და საკვანძო კითხვები. ნამუშევარი ავტვირთე ფოსტის დისკზე და შევინახე.

Sunday, 11 November 2018
პირველი დღე
გავეცანი ტრენინგის მიზანსა და შინაარსს, მიმოვიხილე სახელმძღვანელო, შევქმენი საქაღალდე და შევინახე D დისკზე, შემდეგ ამ საქაღალდეებში მოვათავსე სასწავლო პროექტის გეგმა და კურსის რესურსები, მერე ეს საქარალდე გადავიტანე ფოსტის დისკზე. ამის შემდეგ შევქმენი ბლოგი "პროექტებით სწავლება", გავეცანი სახელმძღვანელოდან უკვე არსებული პროექტების ნიმუშებს.
Subscribe to:
Posts (Atom)